← მთავარი
სპორტი

[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი] მექსიკა 2:3 ინგლისი. ...სად უნდა მომხდარიყო ეს, თუ არა "აცტეკაზე"?!. | Lelo.Ge

6 ივლისი, 2026 · წყარო: lelo.ge
[VIDEO. მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი] მექსიკა 2:3 ინგლისი. ...სად უნდა მომხდარიყო ეს, თუ არა

მსოფლიო თასი 2026. 1/8 ფინალი

მექსიკა 2:3 ინგლისი

06.07. მეხიკო. “მეხიკო სიტი სთედიუმი”. 80 824 მაყურებელი

გოლები: 0:1 ბელინგემი (36. საკას პასით), 0:2 ბელინგემი (38. კეინის პასით), 1:2 კინიონესი (42), 1:3 კეინი (60-პენ), 2:3 რ. ხიმენესი (69-პენ)

მექსიკა (4-3-3): რანხელი 5.6* - სანჩესი 6.1 (79. ფიდალგო 7.2), მონტესი 6.1 (46. ე. ალვარესი 6.9), ვასკესი 7.5, გალიარდო 6.6 - მორა 5.2 (61. ს. ხიმენესი 6.2), ლირა 8.0, რომო 6.5 (61. გუტიერესი 6.9) - ალვარადო 7.3, რ. ხიმენესი 8.0, კინიონესი 7.6 (81. გ. მარტინესი)

მწვრთნელი: ხავიერ აგირე

ინგლისი (4-2-3-1): პიკფორდი 6.5 - ქუანსა 4.9, კონსა 5.6, გეჰი 6.4, ო’რაილი 6.2 (74. სპენსი 6.4) - რაისი 6.0, ანდერსონი 7.2 (75. ბერნი 6.5) - საკა 7.3 (57. სტოუნზი 6.4), ბელინგემი 9.1, გორდონი 6.6 - კეინი 7.1 (90. როჯერსი)

მწვრთნელი: თომას ტუხელი

გაფრთხილება: რაისი (1), გეჰი (68), სანჩესი (71), ო’რაილი (72), ვასკესი (90+8)

გაძევება: ქუანსა (54)

მატჩის საუკეთესო მოთამაშე: ჯუდ ბელინგემი (ინგლისი)

არბიტრი: ა. ფაღალი (ირანი)

არის ხოლმე მატჩები, რომელთა ტაქტიკურ ანალიზს აზრი ეკარგება იმის გამო, რომ მინდორზე სიგიჟეები ხდება. ფეხბურთს ამშვენებს ასეთი რამეები. “აცტეკაზე” სხვანაირი აურაა და სად თუ არა იქ უნდა შემდგარიყო ასეთი შოუ - ხუთგოლიანი სანახაობა მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში.

5 გოლი, წითელი ბარათი, 11-მეტრიანები, გამორჩეული გოლები და საგოლე მომენტები - ისეთი თამაში იყო, ვერავინ დაიძინებდა. ინგლისის ნაკრებმა შედეგი დადო. მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ ეტაპებზე მექსიკა პირველად დამარცხდა ლეგენდარულ სტადიონზე.

საბოლოოდ, ყველაფერი ინგლისელთა კლასმა გადაწყვიტა. მაგრად ითამაშეს დუბლის ავტორმა ჯუდ ბელინგემმა და კაპიტანმა ჰარი კეინმა. ბრიტანელთა დაცვა კი გადამწყვეტ მომენტში მაგრად შეიკრა.

ახლა საკითხავი ისაა, რამდენად ეყოფა მექსიკასთან დაქანცულ ინგლისის ნაკრებს ძალები ტურნირის დარჩენილ მონაკვეთში. მათი აღდგენა იოლი ნამდვილად არ იქნება…

ფაქტები

ინგლისის ნაკრების მეკარე ჯორდან პიკფორდმა მე-17 მატჩი ჩაატარა მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა პიტერ შილტონს. ეს საუკეთესო შედეგია ინგლისელ მეკარეებს შორის.

მექსიკისა და ინგლისის ნაკრებები მუნდიალებზე მეორედ შეხვდნენ ერთმანეთს. 1966 წელს, ჯგუფურ ეტაპზე, ინგლისმა 2:0 მოიგო და მაშინ მსოფლიოს ჩემპიონიც გახდა.

მექსიკის ნაკრებს “აცტეკაზე” (“მეხიკო სიტიზე”) ინგლისთან მატჩამდე არასოდეს წაუგია მსოფლიო ჩემპიონატების ფინალური ეტაპების შეხვედრა. ამასთან, მათ შეძლეს ამ სტადიონზე გამართული ბოლო 6 თამაშის მოგება.

მექსიკის ნაკრებს ინგლისთან მატჩშიც რომ არ გაეშვა გოლი, მუნდიალების ისტორიაში გახდებოდა მხოლოდ მეორე გუნდი, რომელიც მუნდიალებზე ზედიზედ 5 შეხვედრაში “მშრალად” შეინახავდა კარს (ეს შეძლო იტალიის ნაკრებმა 1990 წელს).

ხულიან კინიონესმა მე-4 გოლი შეაგდო მიმდინარე მუნდიალზე. ამ მაჩვენებლით ის შეუერთდა მექსიკელ საუკეთესო მეგოლეებს მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე - ხავიერ ერნანდესსა და ლუის ერნანდესს.

მსოფლიო ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე ჯუდ ბელინგემმა 5 გოლი გაიტანა. ამ მაჩვენებლით ის გაუთანაბრდა ჯეფრი ჰერსტს. ინგლისელთაგან მათზე მეტი გაუტანიათ ჰარი კეინს (14) და გარი ლინეკერს (10).

← მთავარი