საზოგადოება
მეხანძრე-მაშველებმა აჭარაში საცხოვრებელ სახლში შეპარული დათვის ბელი გამოიყვანეს
აჭარის შუახევის მუნიციპალიტეტში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჩარევა დასჭირდა — ადგილობრივებმა 112-ს შეატყობინეს, რომ მათ სახლში დათვის ბელი შეიპარა.
ადგილზე გამოძახებულმა მეხანძრე-მაშველებმა პატარა სტუმარი უვნებლად გამოიყვანეს, გამოკვებეს და გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამის სამსახურს გადასცეს.