სპორტი
მეივეზერი და პაკიაო 25 სექტემბერს ლას ვეგასში შეხვდებიან — რემატჩი Netflix-ზე გაიმართება
ამერიკელ ფლოიდ მეივეზერსა და ფილიპინელ მენი პაკიაოს შორის მატჩ-რევანში საბოლოოდ გაიმართება — 25 სექტემბერს ლას ვეგასის T-Mobile Arena-ზე. ამის შესახებ ცნობას საკრივო ჟურნალი The Ring ავრცელებს.
მხარეებმა კონტრაქტს ხელი მოაწერეს სრულფასოვან ბრძოლაზე. ორთაბრძოლა თავდაპირველად სხვა ადგილას იგეგმებოდა და განიხილებოდა საჩვენებელი ფორმატი, თუმცა საბოლოოდ სპორტული ბრძოლის ვარიანტი დამტკიცდა. შეხვედრის ტრანსლაცია Netflix-ზე იქნება ხელმისაწვდომი.
შეგახსენებთ: პირველი შეხვედრა 2015 წელს გაიმართა და მეივეზერმა ქულებით გაიმარჯვა. ამ ბრძოლის ხელახლა გამართვის იდეა წლების მანძილზე განიხილებოდა.