← მთავარი
საზოგადოება

დაიძვრება თუ არა მყინვარები ძლიერი სიცხის ფონზე: რა ელოდება საქართველოს, როცა მსოფლიო კლიმატურ პრობლემებს ებრძვის - "ჩვენთან შეიძლება, "ელ-ნინიოს" მეორადმა ეფექტებმა მოაღწიოს"

8 ივლისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
დაიძვრება თუ არა მყინვარები ძლიერი სიცხის ფონზე: რა ელოდება საქართველოს, როცა მსოფლიო კლიმატურ პრობლემებს ებრძვის -

კლიმატის ცვლილება, მისგან გამოწვეულ პრობლემები - კვლავ დიდ გამოწვევად რჩება მსოფლიოსთვის, რადგან ეს ყველაფერი უკვე შეუქცევადი პროცესია. რა შეიძლება ამ ყველაფერმა გამოიწვიოს, იმოქმედებს თუ არა „ელ-ნინიო“ საქართველოზე, გვიცავს თუ არა კატასტროფებისგან კავკასიონი და ბევრ საინტერესო თემაზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი - ლაშა სუხიშვილი გვესაუბრა:

ეს კი შემოვიდა და ადგილზე დარჩა იმის გამო, რომ ანტიციკლონი, ანუ მაღალი წნევის არეალი ჩამოყალიბდა ევროპის თავზე, სამხრეთ ინგლისიდან მაროკოს სანაპიროებამდე. ამ პერიოდში იყო საკმაოდ მაღალი ტემპერატურა. დაახლოებით იგივე პროცესი მოხდა 2023 წელსაც, როდესაც დანარჩენ ევროპაში სითბური გუმბათი იდგა, ხოლო საქართველოში, პირიქით - დაბალი წნევა იყო და გრილოდა. 2022 წელს, მაგალითად, მსგავსი რამ მოხდა დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში: იქ მაღალი წნევა ჩამოყალიბდა, საოცრად ცხელოდა, ხოლო დანარჩენ ევროპაში შედარებით გრილოდა. ეს არის ბუნებრივი, ექსტრემალური პროცესი, რომელიც ადრე იშვიათად ხდებოდა, მაგრამ დღეს, როცა კლიმატის ცვლილება გამძაფრებულია, უფრო და უფრო ხშირად მეორდება.

ეს არის შორეული ფენომენი, რომლის ეფექტმაც საქართველომდე თუ მოაღწია, შეიძლება ვერც კი მივხვდეთ, რომ ეს სწორედ „ელ-ნინიოს“ ბრალი იყო. ანუ, სუფთად კლიმატური ეფექტი ჩვენთან შეიძლება ძალიან მცირე იყოს და გვიან მოაღწიოს. თუმცა, ჩვენამდე შეიძლება მოაღწიოს მეორადმა და მესამედმა ეფექტებმა - როგორიცაა სასურსათო ფასების ზრდა და სამომხმარებლო კალათის გაძვირება, რადგან გვალვიან რეგიონებში მოსავალი არ მოვა, იქ ჰუმანიტარული დახმარება იქნება გასაგზავნი და ა.შ. იმის თქმა მინდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ელ-ნინიო“ დედამიწის მასშტაბის მოვლენაა, ჩვენთვის ყოველდღიურ დონეზე შეიძლება ბევრად მნიშვნელოვანი ის იყოს, რომ ეზოში ბალახი ამოვძირკვეთ და ასფალტი დავაგეთ. სიცხისა და ნეგატიური ეფექტების მხრივ, ეს ლოკალური ფაქტორი ბევრად მეტად შეგვაწუხებს, ვიდრე გლობალური ოკეანური მოვლენები.

დიდი კავკასიონი ზამთრის განმავლობაში გვიცავს, მაგალითად, ციმბირიდან მომავალი ცივი ჰაერის მასებისგან. შავი ზღვა დასავლეთ საქართველოს უზრუნველყოფს ზამთარში ზომიერი ტემპერატურით, რომ ძალიან არ აცივდეს. პირიქით ხდება ჯავახეთის შემთხვევაში, რადგან იქ ვერც შავი ზღვის ეფექტი აღწევს და ვერც კასპიის, არის მშრალი ჰაერი და, შესაბამისად, ტემპერატურის დღე-ღამური ამპლიტუდა დიდია - ღამით ძალიან ცივა და დღისით ცხელა. მოკლედ, ეს გეოგრაფიული ელემენტები პატარა საქართველოს შემთხვევაში კლიმატის უდიდეს მრავალფეროვნებას განაპირობებს.

წაიკითხეთ ასევე:

“ივლისის მეორე ნახევარში მოქმედებას დაიწყებს “ელ-ნინიო”… ჩვენთან შეიძლება გააქტიურდეს წვიმები და ერთ დღეში სეზონის მთლიანი შემადგენლობა ნალექის სახით მოვიდეს” - პროგნოზი

← მთავარი