სპორტი
კონორ მაკგრეგორი 5-წლიანი პაუზის შემდეგ UFC-ს უბრუნდება — მეტოქე ჰოლოუეია
კონორ მაკგრეგორი UFC-ს უბრუნდება — 5-წლიანი შესვენების შემდეგ. ირლანდიელი ლეგენდა ოქტაგონში პირველ ბრძოლას 11 ივლისს გამართავს: UFC 329-ზე, ლას ვეგასში.
მეტოქედ მაკგრეგორს მაქს ჰოლოუეი დაუდგება — ნახევრადმსუბუქ წონით კატეგორიაში. ჰოლოუეი UFC-ის ყოფილი ჩემპიონია, თუმცა 2024 წლის ოქტომბერში ქართველი მებრძოლი ილია თოფურიამ დაამარცხა.
სტატისტიკა: მაკგრეგორს MMA კარიერაში 22 გამარჯვება და 6 მარცხი აქვს. ჰოლოუეის — 27 მოგება და 9 მარცხი.