საფრანგეთის ნაკრების კაპიტანი კილიან მბაპე ცდილობს დაარწმუნოს ეროვნულ გუნდში თავისი თანაგუნდელი მაიკლ ოლისე, რომ მან დატოვოს „ბაიერნი“ და „რეალში“ გადავიდეს სათამაშოდ.
ლისე მსოფლიოს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ მიუნხენური კლუბის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გეგმავს თავისი მომავლის განსახილველად. ამის შესახებ გამოაცხადა ინტერნეტ-ტელევიზია El Chiringuito TV-მ.
წყაროს ცნობით, მბაპე იმედოვნებს, რომ ოლისე გააძლიერებს „რეალის“ შეტევის ხაზს. მსოფლიოს ჩემპიონატზე ოლისე ტურნირის ლიდერია შედეგიანი გადაცემების (5) რაოდენობით, ხოლო მბაპე ექვი გოლით საუკეთესო ბომბარდირია.