← მთავარი
სპორტი

"საიდუმლო ამბები" კილიან მბაპეზე: "პრეზიდენტობა არ მსურს, უკვე საკმარისზე მეტ ადამიანს ვძულვარ" - ულამაზესი ესპანელი შეყვარებული და ცხოვრება მოედანს მიღმა

17 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

მსოფლიო ჩემპიონატი აქტიურ ფაზაში შედის. თავისი პირველი მატჩი გამართა მუნდიალის ერთ-ერთმა ფავორიტმა, საფრანგეთის ნაკრებმა. სენეგალთან ფრანგებმა ანგარიშით 3-1 მოიგეს. ერთი გოლი ბარკოლამ გაიტანა, ხოლო 2 მთავარმა ვარსკვლავმა, კილიან მბაპემ. მბაპესგან გულშემატკივარი ბევრს ელოდება. ამ დროისთვის მას მსოფლიო ჩემპიონატზე საერთო ჯამში, 14 გოლი აქვს გატანილი და ის მეოთხე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე ლიონელ მესია 16 გოლი, 16 გოლი აქვს ასევე გატანილი გერმანელ მიროსლავ კლოზეს, მესამე ადგილზეა ბრაზილიელი რონალდო 15 გოლით.

როცა საქმე ეხება ისეთ ვარსკვლავს, როგორც კილიანია, საზოგადოება ფეხბურთელის არა მხოლოდ პროფესიული მიღწევებით, არამედ მისი პირადი ცხოვრებითაც ინტერესდება.

მბაპე კი ისეთი პერსონაა, რომელიც მუდმივად აძლევს მედიას პირადი ცხოვრების შესახებ სასაუბრო თემას. რამდენიმე წლის წინ მას ტრანსგენდერი შეყვარებული ჰყავდა, ამჯერად კი რომანი ცნობილ ესპანელ მსახიობთან, ესთერ ესპოსიტოსთან აქვს.

კარიერის დასაწყისი კილიან მბაპე ახლა 27 წლისაა. 17 წლის იყო, როცა საფრანგეთის ჩემპიონი გახდა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა. 18 წლის ახალგაზრდისთვის კი უკვე პლანეტის ცნობილი კლუბები იბრძოდნენ. მაშინ კილიანმა ფრანგული “პარი სენ-ჟერმენი” ამჯობინა, თუმცა მოგვიანებით მაინც გადავიდა თავისი ოცნების კლუბში, მადრიდის “რეალში”. მბაპე ბონდში, პარიზის გარეუბანში 1998 წლის 20 დეკემბერს დაიბადა. რთულია, ფეხბურთელს მიაკუთვნო გარკვეული ეროვნება, რადგან მშობლები წარმოადგენენ სხვადასხვა ერს: მამა აფრიკელია, კამერუნის მკვიდრი, დედის ფესვები კი არაბეთიდან მოდის, მისი წინაპრები საფრანგეთში ალჟირიდან გადასახლდნენ. ფეხბურთელი იცავს საფრანგეთის ტრადიციულ რელიგიას - ქრისტიანობას. ბავშვობიდან მბაპეს კერპები კრიშტიანუ რონალდუ და ზინედინ ზიდანი, მისი საყვარელი კლუბი კი მადრიდის “რეალი“ იყო.

ოჯახი დედა პროფესიულ დონეზე ხელბურთით იყო დაკავებული. მამა თამაშობდა ფეხბურთს, მოგვიანებით კი, მისი კარიერა მწვრთნელად კლუბ “ბონდში“ გაგრძელდა. ახალგაზრდის ბიოგრაფია წინასწარ იყო განსაზღვრული. მამა ჯერ თავად წვრთნიდა მემკვიდრეს, შემდეგ კი პრესტიჟულ Clairefontaine Academy-ში ავარჯიშებდა, რომელიც ცნობილ ფეხბურთელებს ამზადებს. მაგალითად, მისი კედლებიდან გამოვიდნენ მსოფლიო ჩემპიონი ტიერი ანრი და “ბარსელონას“ ლეგენდარული მცველი ლილიან ტურამი.

სახლსა და აკადემიას ერთმანეთთან ათობით კილომეტრი აშორებდა, მაგრამ მამა-შვილი ვარჯიშზე თითქმის ყოველ დღე დადიოდა. ძალისხმევა არ იყო უშედეგო. 15 წლის მბაპესთან კონტრაქტი “მონაკომ” გააფორმა.

კილიან მბაპემ “მონაკოს” ახალგაზრდულ გუნდში 2 წელი გაატარა და ტიერი ანრის რეკორდი მოხსნა, რომელიც ერთ დროს კლუბის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშის ტიტულს ატარებდა. სადებიუტო თამაშში მან საგოლე გადაცემა გააკეთა, ერთი წლის შემდეგ კი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც “მონაკოსთვის” გოლი გაიტანა.. კილიანი 17 წლის ჯერ კიდევ არ იყო, როცა უფროსებთან თამაში დაიწყო, თავდამსხმელის პოზიციაზე. მბაპე, რომელმაც მიიღო მეტსახელი “დონატელო“ მულტფილმის Tenage Mutant Ninja Turtles პერსონაჟთან მსგავსების გამო, კომეტის სისწრაფით აფრინდა ფრანგული ფეხბურთის ოლიმპოზე. ძირითად გუნდში შესვლის შემდეგ მან ერთ სეზონში 26 გოლის გატანა მოახერხა. კლუბმა საგრძნობლად გააუმჯობესა სტატისტიკა და ნიჭიერ სპორტსმენთან ერთად ქვეყნის ჩემპიონატის ლიდერი გახდა. 2017 წლის ზაფხულისთვის ფეხბურთელისთვის ბრძოლა დაიწყო. მბაპე სურდა “ბარსელონას“, ლონდონის “არსენალს“ და მადრიდის “რეალს”. მოგვიანებით სია “პარი სენ-ჟერმენმა” შეავსო. თავდამსხმელმა არჩევანი ამ უკანასკნელზე შეაჩერა. მიზეზი მარტივი იყო - მას სამშობლოდან წასვლა არ სურდა. აგვისტოს ბოლოს კილიანი პსჟ-ში წავიდა, ერთი წლის შემდეგ კი კლუბთან სრულფასოვანი კონტრაქტი გააფორმა. ტრანსფერის ღირებულება 180 მილიონი ევრო იყო, ხელფასი კი 17,5 მილიონი ევრო წელიწადში. ფეხბურთელმა 29 ნომრიანი ფორმა ჩაიცვა და მაშინვე გუნდის ერთ-ერთ ლიდერად გადაიქცა. უკვე დეკემბრისთვის კილიანმა მიაღწია ახალ რეკორდს ჩემპიონთა ლიგაზე 10 გოლის გატანით. ლუკას მოურას წასვლის შემდეგ, მბაპემ ნომერი 7-ით შეცვალა. კილიან მბაპე მადრიდის “რეალში“ 2024 წელს გადავიდა. საინტერესო ის არის, რომ “რეალს“ მის სანაცვლოდ არაფერი გადაუხდია, რადგან ფეხბურთელი გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით, 2015 წლიდან მბაპემ დაიწყო თამაში ეროვნული ნაკრების ახალგაზრდული გუნდების შემადგენლობაში. საფრანგეთის ნაკრების რიგებში მიწვევამ არ დააყოვნა.

ფრანგ ფეხბურთელს უყვარს ძვირადღირებული ავტომობილები, აქვს შესაბამისი კოლექცია. მის ავტოპარკში ნახავთ მერსედესს, აუდის, ფერარისა და BMW-ს ძვირადღირებულ მოდელებს.

კილიან მბაპე მამასთან და ძმასტან ერთად

პირადი ცხოვრება მედია წერდა, რომ კილიანი ერთ დროს ამერიკელი მსახიობის, გრეის კელის შვილიშვილს ხვდებოდა. ცოტა მოგვიანებით, პრესაში გავრცელდა ჭორები, რომ პსჟ-ს ფორვარდს რომანი ჰქონდა ბრუნო მარკესინისთან, რომელიც წარსულში ნეიმარის გატაცება იყო. თუმცა, შემდგომმა მოვლენებმა გააქარწყლა ჭორები - გოგონამ ურთიერთობა სრულიად სხვა ადამიანთან გაასაჯაროვა. ასევე ყვითელი პრესა წერდა, რომ მბაპე “მის საფრანგეთ 2017”-ს ალისია აილისს ხვდებოდა. 2022 წელს პრესაში დაიწერა ფეხბურთელისა და ტრანსგენდერი მოდელის, ინეს რაუსის რომანის შესახებ. წყვილი კანის კინოფესტივალზე და იახტაზე დასვენების დროს ერთად დააფიქსირეს. ამჟამად მბაპე სნობილ ესპანელ მსახიობს, სერიალ “ელიტის” ვარსკვლავს, ულამაზეს ესთერ ესპოსიტოს ხვდება.

მბაპეს ხშირად უსვამენ ხოლმე უჩვეულო კითხვებს, მათ შორის იმის თაობაზე, ხომ არ აპირებს პოლიტიკოსობას. “ლა პარიზიანმა” მბაპეს ჰკითხა, ხომ არ აპირებს საფრანგეთის პრეზიდენტობას, რასაც ფეხბურთელმა ასე უპასუხა: “არა, პრეზიდენტობას არ ვაპირებ, უკვე საკმარისზე მეტ ადამიანს ვძულვარ”.

ნახეთ ასევე: თანამედროვე ეპოქის სექს-სიმბოლო - ვინ არის ახალბედა ესპანელი მსახიობი, რომელსაც უკვე მილიონობით ფანი ჰყავს - მომხიბვლელი ესთერის ცხოვრება კადრს მიღმა

← მთავარი