← მთავარი
სპორტი

[VIDEO] უამინდობით გამოწვეული ორსაათიანი შესვენება, მბაპეს დუბლი და საფრანგეთის ადვილი გამარჯვება ერაყთან

23 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
[VIDEO] უამინდობით გამოწვეული ორსაათიანი შესვენება, მბაპეს დუბლი და საფრანგეთის ადვილი გამარჯვება ერაყთან

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, I ჯგუფში საფრანგეთმა ერაყი 3:0 დაამარცხა და პლეი-ოფის საგზური გაინაღდა.

ფრანგები მბაპემ დააწინაურა. პირველი ტაიმისას კოკისპირული წვიმა წამოვიდა, ფეხბურთელები და გულშემატკივრები დასველდნენ. მოსალოდნელი ჭექა-ქუხილის გამო მაყურებლებს ტრიბუნები დაატოვებინეს. თამაში ორსაათიანი შესვენების შემდეგ განახლდა: მბაპემ დუბლი შეასრულა, დემბელემაც გაიტანა და საფრანგეთმა დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. 

ამავე ჯგუფში ერთმანეთს ნორვეგია და სენეგალი უპირისპირდებიან.

26 ივნისს, ბოლო მესამე ტურში ნორვეგია საფრანგეთს, სენეგალი კი ერაყს შეხვდება.

ფილადელფია. „ლინკოლნ ფაინენშელ ფილდი“ საფრანგეთი - ერაყი 3:0 გოლები: 1:0 მბაპე (14), 2:0 მბაპე (54), 3:0 დემბელე (66)

← მთავარი