პარაგვაელი სენატორი: მბაპე მახინჯი კამერუნელია - წერაც ვერ ისწავლა
პარაგვაელმა სენატორმა სელესტა ამარილიამ, მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში თავისი ქვეყნის ნაკრების საფრანგეთთან 0:1 დამარცხების შემდეგ, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და მეტოქე გუნდის ლიდერს, კილიან მბაპეს დასცინა:
“კოლონიზებული კამერუნელი, რომელიც ჯიუტად ცდილობს, თავი ფრანგად წარმოაჩინოს. ამპარტავანი, გამდიდრებული და მახინჯი. მთელი მატჩის მანძილზე ნერვიულობდა და ისევე როგორც მთელი მისი გუნდი, საშინლად შეშინებული იყო. ვერცერთი გოლი ვერ გაიტანეს და ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით მოიგეს.
ერთადერთი, რის გამოც ბევრმა შეიძლება პარაგვაის უსაყვედუროს ისაა, რომ მატჩის შემდეგ მას სახალხოდ არავინ გაულაწუნა. ეს მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთის მოყვარული არ ვარ.
ბიჭმა წერაც კი ვერ ისწავლა, დედის რძის ნაცვლად ქოქოსის რძეს მიირთმევდა, ყველაზე განათლებული კი ვის შესახებაც სმენია, შიმპანზეები არიან. ორლანდო ხილს შუა თითი უნდა ეჩვენებინა“.