← მთავარი
სპორტი

"ამის გამო, მბაპეზე მაგრად გავბრაზდი" - პარაგვაელთა მეკარე მარცხის შემდეგ

6 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge

მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში საფრანგეთმა მძიმე ბრძოლაში პარაგვაი 1:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში ზედიზედ მეოთხედ გავიდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, პარაგვაელთა მეკარეს, ორლანდო ხილს მბაპესთვის ხელის ჩამორთმევა სურდა, მაგრამ კილიანმა პარაგვაელს ყურადღება არ მიაქცია და გამარჯვების აღნიშვნა განაგრძო.

როგორც ჩანს, 26 წლის მეკარეს ეს მომენტი არ დავიწყებია და მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“კილიან მბაპემ მაგრად გამაბრაზა. ხელი გავუწოდე, რომ მიმელოცა, მაგრამ დამაიგნორა, გაბრაზებული ვარ”, - განაცხადა ხილმა.

საფრანგეთი 9 ივლისს, მეოთხედფინალში მაროკოს შეხვდება.

← მთავარი