სპორტი
„ამნეზიით იტანჯებიან” — მბაპე ფეხბურთის გულშემატკივრების დავიწყებაზე
„რეალ მადრიდის” ვარსკვლავმა კილიან მბაპემ Sorare-ს YouTube არხთან ინტერვიუში ფეხბურთის გულშემატკივრებისა და ანალიტიკოსების შესახებ ისაუბრა.
„ფეხბურთში ადამიანებს მძიმე ამნეზია სჭირთ. შეიძლება ყველაფერი მოიგო და მეორე დღეს ეს უკვე დავიწყებული ჰქონდეთ. ის წარმატებები, რომლებიც შორეულ წარსულში მიაღწიე, საერთოდ აღარავის ახსოვს. სწორედ ამიტომ, ყოველთვის გვაქვს რაღაც დასამტკიცებელი — იმ ფეხბურთელებსაც კი, ვისაც უკვე ყველაფერი მოუგია,” — განაცხადა ფრანგმა ფორვარდმა.
მბაპე საფრანგეთის ნაკრებთან ერთად 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე სენეგალს, ერაყსა და ნორვეგიას დაუპირისპირდება ჯგუფური ეტაპის ფარგლებში.