„ქართული ოცნება” სპეციალიზებულ მაუწყებლებს უცხური დაფინანსების შეზღუდვას მოხსნის
სადავო პარლამენტი „მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებს განიხილავს. „ქართული ოცნების” ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი სპეციალიზებულ მაუწყებლებს — ისეთებს, რომლებიც ძირითადად სპორტულ, შემეცნებით, საგანმანათლებლო ან გასართობ გადაცემებს ამზადებენ — უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღების შეზღუდვისგან გაათავისუფლებს.
ცვლილება არ შეეხება იმ ტელეარხებს, რომლებიც საინფორმაციო გადაცემებს ან სოციალურ-პოლიტიკური შინაარსის გადაცემებს ამზადებენ — ასეთი მაუწყებლებისთვის შეზღუდვა ძალაში რჩება.
კანონდარღვევის შემთხვევაში კომუნიკაციების კომისია ორ ღონისძიებას გამოიყენებს: „მაუწყებლობის შესახებ” კანონით გათვალისწინებულ სანქციას და მაუწყებლისთვის დაკისრებულ ვალდებულებას — მიღებული დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხოს. კომისიის გადაწყვეტილების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში აღსრულებას აღსრულების ეროვნული ბიურო უზრუნველყოფს.