← მთავარი
საზოგადოება

დღეს „მარწყვის სავსემთვარეობაა“

30 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
დღეს „მარწყვის სავსემთვარეობაა“

დღეს, 2026 წლის 30 ივნისს, „მარწყვის სავსემთვარეობაა“.სავსემთვარეობის პიკი დღესვე, 30 ივნისს, 18:59 საათზეა. თუმცა, ჩვენი თვალისთვის მთვარე მთელი თავისი დიდებულებით მაშინ გამოჩნდება, როცა ჰორიზონტზე ამოვა (დაახლოებით 20:45-დან) და ცას მთელი ღამის განმავლობაში გაანათებს.

რას ნიშნავს ეს კოსმოსური მოვლენა მეცნიერულად და რა გავლენას ახდენს ის ჩვენს ცხოვრებაზე?

გთავაზობთ ასტრონომიულ და ასტროლოგიურ გზამკვლევს:

ასტრონომიული ფაქტი: რატომ „მარწყვის“ მთვარე?ასტრონომიულად, სავსემთვარეობა არის მომენტი, როდესაც დედამიწა ზუსტად მზესა და მთვარეს შორის მოექცევა, რის გამოც მზის შუქი სრულად აშუქებს მთვარის ჩვენკენ მოქცეულ მხარეს.რაც შეეხება სახელს- მთვარე მარწყვისფერი არ გახდება. ეს სახელი სათავეს ამერიკელი აბორიგენებისგან იღებს, რომლებისთვისაც ივნისის სავსემთვარეობა ველური მარწყვის მოსავლის აღების სიგნალი იყო.

ასტროლოგიური გავლენა: კარიერა VS პირადი ცხოვრება. ასტროლოგიურად, ეს სავსემთვარეობა თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში ხდება. ეს არის ემოციების მოზღვავებისა და შედეგების მომკის (ერთგვარი სიმბოლური მოსავლის აღების) პერიოდი.ახლა მზე კირჩხიბშია (რომელსაც სახლი და ოჯახი უნდა), მთვარე კი თხის რქაში (რომელიც კარიერასა და დისციპლინას ითხოვს). მომდევნო 2-3 დღე საუკეთესო დროა პირადი ცხოვრებისა და საქმის ბალანსის საპოვნელად. თხის რქის ენერგია დაგეხმარებათ, სერიოზულად შეხედოთ თქვენს გრძელვადიან მიზნებს.

← მთავარი