მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ გაჭედილთან, ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულები არიან ნიკა ფაილოძე და ლევან ბერიშვილი. ავარიის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი დაშავდა.
შსს-ში განაცხადეს, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით — სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევა — დაიწყო.