← მთავარი
სპორტი

მარტინესი გადადგა - პორტუგალიელთა ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელიც უკვე დასახელდა

7 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
მარტინესი გადადგა - პორტუგალიელთა ახალი შესაძლო მთავარი მწვრთნელიც უკვე დასახელდა

A Bola-ს ინფორმაციით, პორტუგალიის ნაკრების ახალი მწვრთნელი 71 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ჟორჟე ჟეზუსი გახდება. ის ამ პოსტზე რობერტო მარტინესს შეცვლის, რომელმაც გადადგომის შესახებ განცხადება ესპანეთთან მუნდიალზე მერვედფინალში 0:1 მარცხის შემდეგ გააკეთა.

ჟეზუსს ახლო ურთიერთობა აკავშირებს ლეგენდარულ პორტუგალიელ ფეხბურთელ კრიშტიანო რონალდოსთან, რომელთან ერთადაც გასულ სეზონში საუდის არაბეთის ჩემპიონატი მოიგო.

გამოცდილ სპეციალისტს არაერთი კლუბი დაუმოძღვრავა. მათ შორის, “ბრაგა”, “ბენფიკა”, “სპორტინგი”, “ფენერბაჰჩე” და სხვა ცნობილი გუნდებიან.

← მთავარი