← მთავარი
სპორტი

მაროკომ შოტლანდიას საიბარის გოლით სძლია, რომელსაც "ბაიერნი" შეიძენს

23 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
მაროკომ შოტლანდიას საიბარის გოლით სძლია, რომელსაც

მსოფლიო ჩემპიონატის მეორე ტურში, C ჯგუფში მაროკომ შოტლანდია 1:0 დაამარცხა და ამ მომენტისთვის 4 ქულით ლიდერია.

ისევე როგორც ბრაზილიასთან, გოლი ისევ ისმაელ საიბარიმ გაიტანა, ამჯერად მეორე წუთზე. მას გადაცემა კვლავ ბრაიმ დიასმა გაუკეთა. 

ამავე ჯგუფში დღეს ერთმანეთს ბრაზილია და ჰაიტი დაუპირისპირდებიან.

25 ივნისს, ბოლო მესამე ტურში მაროკო ჰაიტის, შოტლანდია კი ბრაზილიას შეხვდება.

ფოქსბორო. „ჯილეტ სთედიუმი“  შოტლანდია - მაროკო 0:1 გოლი: საიბარი (2)

← მთავარი