[VIDEO] მაროკომ კანადას მოუგო და მეოთხედფინალში მეტოქეს ელოდება
მსოფლიო ჩემპიონატის 1/8-ფინალში მაროკომ კანადა 3:0 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გავიდა მეოთხედფინალში.
თავიდან თამაში ნაკლებად სანახაობრივი და უხეში იყო. პირველად მუნდიალების ისტორიაში პირველ ტაიმში კარში დარტყმებზე მეტი ყვითელი ბარათი ნახა გულშემატკივარმა. შესვენების შემდეგ ნახევარმცველმა უნაიმ ორჯერ დალაშქრა მეტოქის კარი, კომპენსირებულ დროში რაიმიმაც გაიტანა და აფრიკულმა გუნდმა გაიმარჯვა.
მაროკო მეოთხედფინალში პარაგვაისა და საფრანგეთს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ჰიუსტონი. „ენ-არ-ჯი სთედიუმი“
კანადა - მაროკო 0:3
გოლები: 0:1 უნაი (50), 0:2 უნაი (82), 0:3 რაიმი (90+8)
-
22-ე წუთზე ტრავმა მიიღო მაროკოელთა საუკეთესო ბომბარდირმა საიბარიმ და რაიმიმ შეცვალა.
-
ბრაიმმა მიმდინარე ტურნირზე 4 საგოლე პასი გააკეთა - მასზე მეტი, 5 მხოლოდ ოლისეს ანგარიშზეა.
-
მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დუბლის ავტორი უნაი დაასახელეს.