საზოგადოება
მარნეულში 6 ადამიანი, მათ შორის ბავშვი, ტორტით მოიწამლა — სურსათის სააგენტო გამოძიებას იწყებს
მარნეულის მუნიციპალიტეტში 6 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი, სავარაუდოდ ტორტით მოიწამლა — სურსათის ეროვნული სააგენტო ადასტურებს, რომ შეტყობინება მიღებული აქვს და მოკვლევა უკვე დაიწყო.
სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტმა მყისიერად გაგზავნა ინსპექტირების ჯგუფი იმ ობიექტზე, სადაც მოქალაქის განმარტებით, ტორტი შეიძინეს. ჩატარდება არაგეგმური ინსპექტირება.
„სააგენტო კოორდინაციაშია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან და ინფორმაციის დაზუსტებისთანავე, დამატებით ვაცნობებთ საზოგადოებას,” — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.
სავარაუდო ინტოქსიკაციის კონკრეტული გარემოებები — მათ შორის, ტორტი სად დამზადდა — ჯერ დასადგენია.