"უიმბლდონის" ყოფილ ჩემპიონს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს
“უიმბლდონის” ყოფილ ჩემპიონს 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯესErnests Gulbis06:58/23-06-2026+-2023 წლის “უიმბლდონის” ჩემპიონსა და 2020 წლის ოლიმპიურ ვერცხლის მედალოსან ჩეხ მარკეტა ვონდრუსოვას 4-წლიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. ამის შესახებ საერთაშორისო ჩოგბურთის მთლიანობის სააგენტოს (ITIA) პრესსამსახურმა განაცხადა.
ინციდენტი 2025 წლის 3 დეკემბერს მოხდა, როდესაც დოპინგ-კონტროლის ოფიცერი 26 წლის სპორტსმენის სახლში დაახლოებით საღამოს 20:00 საათზე მივიდა და სპორტსმენისგან დოპინგ ტესტის ჩაბარება მოითხოვა, რაზეც ჩოგბურთელმა უარი განაცხადა.
ვონდრუშოვამ უარის თქმის მიზეზებად სტრესი, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და საკუთარი უსაფრთხოების შესახებ შეშფოთება დაასახელა. ტრიბუნალმა განიხილა ჩოგბურთელის არგუმენტები, ასევე დოპინგ-კონტროლის ოფიცრის ჩვენება, რომელმაც ტესტის ჩატარება სცადა და საბოლოოდ, ჩოგბურთელს 2030 წლის 21 ივნისამდე დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.
ჩეხ სპორტსმენს გადაწყვეტილების გასაჩივრება სპორტის არბიტრაჟის სასამართლოში (CAS) შეუძლია გაასაჩივროს. ვონდროუშოვა ადრე მსოფლიოში მეექვსე ადგილზე იყო, თუმცა ამჟამად WTA-ს რეიტინგში 122-ე ადგილზეა.თეგები:მარკეტა ვონდროუშოვა(0) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ