← მთავარი
მსოფლიო

"პერსეპოლისის" ავტორი, ფრანგ-ირანელი მწერალი მარჟან სატრაპი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა

4 ივნისი, 2026 · წყარო: on.ge

ფრანგ-ირანელი მწერალი, კომიქსების ავტორი და კინო-რეჟისორი მარჟან სატრაპი 56 წლის ასაკში გარდაიცვალა.

„მარჟან სატრაპი სევდისგან გარდაიცვალა — ეს მოხდა მისი მეუღლისა და ცხოვრების სიყვარულის, მატიას რიპას გარდაცვალებიდან ცოტა მეტი, ერთი წლის შემდეგ,” — ნათქვამია ოჯახის წევრების განცხადებაში, რომელსაც AFP ავრცელებს. შვედი პროდიუსერი, მსახიობი და სცენარისტი მატიას რიპა 2025 წლის 8 აპრილს გარდაიცვალა.

სატრაპი 1969 წელს თეირანში დაიბადა. ირანის ისლამური ხელისუფლების ღია კრიტიკოსი 1994 წელს საფრანგეთში გადავიდა, 2006 წელს კი ფრანგული მოქალაქეობა მიიღო. მის ავტობიოგრაფიულ გრაფიკულ რომანს „პერსეპოლისს” — 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ ირანში ბავშვობის შესახებ — მსოფლიო მოედო. 2007 წელს ფილმის ადაპტაციამ კანის კინოფესტივალზე ჟიური პრიზი მოიპოვა.

გასულ წელს სატრაპიმ უარი განაცხადა საფრანგეთის უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოზე, Légion d’honneur-ზე. მიზეზი საფრანგეთის „ფარისევლური” პოლიტიკა გახდა ირანის მიმართ — კერძოდ, ის ვიზო-შეზღუდვები, რომლებიც ირანელ დისიდენტებს საფრანგეთში გამგზავრების საშუალებას ართმევდა.

← მთავარი