თეა თოფურია რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი." />
← მთავარი
საზოგადოება

მარილდამოკიდებული საქართველო - როგორ ვჭამთ იმაზე მეტ მარილს, ვიდრე შეიძლება

17 ივნისი, 2026 · წყარო: radiotavisupleba.ge
მარილდამოკიდებული საქართველო - როგორ ვჭამთ იმაზე მეტ მარილს, ვიდრე შეიძლება

რა არის მარილი და რატომ არის აუცილებელი ადამიანისთვის?მარილი (ნატრიუმის ქლორიდი, NaCl) ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალია. ნატრიუმი საჭიროა სისხლის პლაზმის მოცულობის შესანარჩუნებლად, მჟავა-ტუტოვანი ბალანსის რეგულირებისთვის, ნერვული იმპულსების და უჯრედების ფუნქციონირებისთვის.რამდენი მარილი გვჭირდება და რამდენს ვჭამთ?ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 2021 წლის მონაცემებით, ადამიანი დღეში საშუალოდ 11 გრამ მარილს იღებს მაშინ, როცა რეკომენდებული ნორმა ამის ნახევარიც არაა. საკმარისია 5 გრამზე ნაკლები, ანუ დაახლოებით 1 ჩაის კოვზი. საქართველოში ბოლო კვლევა ჯერ კიდევ ათი წლის წინ ჩატარდა და გაირკვა, რომ ზრდასრული ადამიანი დღეში საშუალოდ 8,5 გრამ მარილს ჭამს, თანაც მარილს კაცები ქალებზე ორჯერ მეტად ეტანებიან.მარილი გამოკვეთს გემოებს, ინახავს პროდუქტებს გაფუჭებისგან. მაგრამ მას მარტო იმიტომ არ ხმარობენ, რომ საჭმელს უფრო გემრიელს ხდის. ბევრს უბრალოდ სჩვევია, უკვე მარილიან კერძს სუფრაზეც დაუმატოს ცოტა მარილი.უხილავი მარილიმარილი არის არა მხოლოდ სახლში გაკეთებულ კერძებში, არამედ მზა პროდუქტებში: პურში, კეტჩუპში, ტყემლის საწებელში, ნამცხვრებშიც კი. მარილის დაახლოებით 75%-ს ადამიანი სწორედ ასე იღებს: ნახევარფაბრიკატებიდან, სწრაფი კვების ობიექტებიდან და სასუსნავებიდან.სხვაგან რა ხდება?მარილს სხვა ქვეყნებშიც ბლომად ჭამენ, მაგალითად, თურქეთში - 18 გრამს, ჩეხეთში - 16 გრამს (კაცები) და 10 გრამს (ქალები), პოლონეთში - 11,5 გრამს. ისრაელში კი უმარილო საჭმელი უყვართ - 2,8 გრამს.იმის გამო, რომ მარილის ჭარბი მოხმარება მსოფლიო პრობლემაა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია უკვე წლებია მოუწოდებს ხალხს, ქვეყნებს და მათ მთავრობებს, მარილის მიღება შეამცირონ.რას იწვევს მარილის ზედმეტი მოხმარება?ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ზედმეტმა ნატრიუმმა შეიძლება გამოიწვიოს წნევა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, კუჭის კიბო, სიმსუქნე, ოსტეოპოროზი, მენიერისა და თირკმლის დაავადებები.

საილუსტრაციო ფოტო

2023 წელს მსოფლიოში დაახლოებით 1,7 მილიონი ადამიანი დაიღუპა დაავადებებით, რომლებიც მარილის ჭარბ მოხმარებასთან არის დაკავშირებული.უმარილო თუ გადამლაშებული?გასტრონომიული კულტურის მკვლევარი დალილა ცატავა ამბობს, რომ მარილი არა მხოლოდ ქართული კულინარიის, კულტურის ნაწილიცაა.„ასეთი სიტყვები გვაქვს: „გადაამლაშე“, „უმარილო ადამიანი“, „მადლი ჰქენი, მარილი მოაყარე“… მარილი ორგანიზმისთვის აუცილებელია. ჩვენი კულინარიის მთავარი მახასიათებელი არის თაიგული, კერძს ყველაფერი ისე უნდა ჰქონდეს - თხილი, მარილი, სანელებლები - რომ ერთის გემომ მეორე არ დაჩაგროს. ჩვენს სუფრაზე მუდმივად იდო მწნილეული. მარილის გარეშე რამეს დაამწნილებ? ვერა, მაგრამ ნორმა იცოდნენ და ჩვენც უნდა ვიცოდეთ ნორმა. ამას გვეუბნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - გადაამლაშებ, დაგემართება ეს, დაგემართება ის, მაგრამ თუ დააკლებ, კიდევ უარესი დაგემართება“ , - ამბობს დალილა ცატავა.რით შეიძლება შეიცვალოს მარილი?ამ შემთხვევაში სრულ ჩანაცვლებაზე არ არის საუბარი, მხოლოდ შემცირებაზე. თუმცა ზოგიერთი კერძი შესაძლებელია მართლაც უმარილოდ დამზადდეს. ქართულ კულინარიას ისედაც აქვს რამდენიმე უმარილო კერძი, მაგალითად: მაწონი, ღომი, მჭადი.„გურულები ამბობენ, კერძში ძმარი უნდა “იძახდესო”. თუ ძმარი „იძახის“, ესე იგი მარილი ნაკლებია. გვქონდა ამის კულტურა, მაგრამ ახლა კეტჩუპებით და ათასი საშინელებით ჩავანაცვლეთ. მაგალითად, თუ სალათას ბალზამიკოს გაუკეთებ, მარილი საერთოდ აღარ უნდა. თევზის სოუსით შეკმაზულ სალათსაც არ უნდა მარილი. მე სალათებს ლიმონის წვენით ვკაზმავ და მარილს აღარ ვუკეთებ. - ამბობს დალილა ცატავა, - ახლა რესტორნებშიც აღარ დევს სუფრაზე მარილი. მოთხოვნაც უკულტურობად ითვლება, რადგან მზარეულმა იცის, რამდენი მარილი გაუკეთოს“.როგორ შევამციროთ მარილი?საკვები ნაკლები მარილით შეკაზმეთ;აიღეთ მაგიდიდან სამარილე;ძირითადად ახალი და მინიმალურად გადამუშავებული საკვები ჭამეთ;გემოს მისაცემად მარილის ნაცვლად გამოიყენეთ მწვანილები, სანელებლები, ძმარი და ლიმონის წვენი ან ბალზამიკო;შეეცადეთ არ ჭამოთ მზა პროდუქტები, განსაკუთრებით სოუსები და საწებლები.

ასევე ნახეთ

რით იკვებებოდნენ ძველ საქართველოში?

← მთავარი