← მთავარი
სამართალი

ახლახანს გამოვედი ელენესგან. იმაზე მძიმედ დამხვდა ვიდრე წარმომედგინა - მარიკა არევაძე

25 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
ახლახანს გამოვედი ელენესგან. იმაზე მძიმედ დამხვდა ვიდრე წარმომედგინა - მარიკა არევაძე

ადვოკატი მარიკა არევაძე სოცქსელში წერს: ახლახანს გამოვედი #ელენესგან. იმაზე მძიმედ დამხვდა ვიდრე წარმომედგინა. ცუდად არის და ეს იციან ციხეში. იციან გაზომვადი ტკივილის ხარისხი იმ პირველადი კვლევებით, რაც იქვე თავად ჩაატარეს ! იციან და არაფერს აკეთებენ რომ ელენეს ჩაუტარდეს შესაბამისი / საჭირო კვლევები და მკურნალობა. ცუდად არის, თუმცა მხნეობა და ბრძოლის განწყობა უცვლელი აქვს. ეს გზავნილი კი ელენესგან ყველა ჩემს გულშემატკივარს მინდა ვუთხრა რომ მიზეზი, რატომაც მე გავასაჯაროვე ეს საკითხი არის არა ის რომ მე ვეღარ ვუძლებ ტკივილს ან რამეს. ჩემი გამძლეობა უსაზღვროა გარწმუნებთ ! მიზეზი არის ის, რომ დეკემბრიდან ივნისის ჩათვლით გონივრულ ვადაზე მეტია გასული და დავრწმუნდი რომ ოცნების სისტემის კიდევ ერთი დანაშაული პატიმრების ჯანმრთელობით მანიპულირებაა. დავრწმუნდი საკუთარ მაგალითზე. ასევე მოვაგროვე ყველა არგუმენტი ამისთვის და გადავწყვიტე სისტემას ამ საკითხშიც დავუპირისპირდე. რათქმაუნდა მხოლოდ სამართლიანად და მხოლოდ იმ დოზით რა დოზითაც დააშავებენ. ჩემს გამძლეობაზე არ ინერვიულოთ, აბსოლუტურად რაციონალურად და მშვიდად ვაგრძელებ აქ ყოფნას და ბრძოლას. ამათ დიდი სურვილი ქონდათ, რომ უარი მეთქვ მკურნალობაზე. ვერ ეღირსებიან. პასუხს აგებენ ყველა დანაშაულზე. წარმოუდგენელ ძალას მაძლევს ის სოლიდარობა, რასაც ეს დღეები ვუყურებ.

← მთავარი