← მთავარი
საზოგადოება

მარიამ შენგელია დაინიშნა — მისი რჩეული რაგბისტი გიორგი მჭედლიშვილია

15 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
მარიამ შენგელია დაინიშნა — მისი რჩეული რაგბისტი გიორგი მჭედლიშვილია

მომღერალი მარიამ შენგელია დაინიშნა — მისი რჩეული რაგბისტი გიორგი მჭედლიშვილია.

14 მაისს შენგელიას დაბადების დღე ჰქონდა. სწორედ ამ დღეს გადაწყვიტა გიორგიმ ხელის თხოვნა. სოციალურ ქსელში წყვილის რომანტიკულ კადრებს მეგობრები აქვეყნებენ.

ვიდეოებიდან ჩანს, რომ დაბადების დღის წვეულებაზე, სცენაზე სიმღერის დროს, გიორგი სცენაზე ავიდა და განაცხადა: „მინდა, ამ ბედნიერ დღეს ყველა კითხვა გავაქრო” — ამის შემდეგ მუხლზე დაიჩოქა და ხელი სთხოვა.

ქართულ საზოგადოებას მარიამ შენგელია კარგად ახსოვს — 2025 წელს მან სიმღერა „Freedom”-ით საქართველო ევროვიზიაზე წარადგინა, თუმცა ფინალში ვერ გავიდა.

← მთავარი