← მთავარი
საზოგადოება

"არასოდეს გისაყვედურებ, რომ მიმატოვე" - მარიამ ბრეგვაძე, რომელიც საფრანგეთში გამზრდელ მშობლებთან ერთად ცხოვრობს, ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს

25 ივნისი, 2026 · წყარო: ambebi.ge

მარიამ ბრეგვაძე, რომელიც საფრანგეთში გამზრდელ მშობლებთან ერთად ცხოვრობს, ბიოლოგიურ მშობლებს ეძებს.

13 წლისას სკოლაში წამომაძახეს, ნაშვილები ხარო. ჩანახატებს, ლექსებს ვწერდი და ქართულის მასწავლებელმა გადაწყვიტა ჩემთვის საღამო გაემართა, რადგან ძალიან მოსწონდა ჩემი ჩანახატები. მაშინ ითქვა ასეთი ფრაზა, როგორ არ იქნება ნიჭიერი, მაგას არ იცით, როგორი მშობლები ჰყავსო? დედაჩემი და მამაჩემი გამორჩეული ხალხი არ არიან. მამას რესტორანი ჰქონდა, დედა ექთანი იყო, იმას არ ვამბობ, რამით ვინმეზე ნაკლები იყვნენ, მაგრამ გამორჩეული ადამიანის შვილიაო, მათზე არავინ იტყოდა. ნაშვილებოო, ყველა ასე მეძახდა. არადა, იმ დროს ამ სიტყვის მნიშვნელობაც არ ვიცოდი. ის საღამო მარტო ვიყავი სახლში და ძალიან რთული იყო ჩემთვის - უცებ ყველაფერი გემხობა თავზე, ვეღარ იაზრებ, ვინ ხარ, ძალიან რთულია, მაგრამ მე მტკიცე ნებისყოფა მაქვს და დედ-მამისთვის არაფერი მითქვამს. მერე თვითონ იმ მეგობარმა ქალმა უთხრა დედას, შენმა შვილმა გაიგო, ნაშვილები რომ არისო. დედაჩემის პირველი სიტყვები იყო, უნამუსო და უმადური ხარ, როგორ კითხულობ, ვინ ხარ, ვინც გაგზარდეთ, ისინი ვართ შენი მშობლებიო. დედას ვთხოვე, ეთქვა სიმართლე, თუ შენ არ მეუბნები, მამაჩემს ვკითხავ-მეთქი. მაშინ მითხრა, თამარ ლეკიშვილი ხარ, ასე ეწერა შენს საბუთებშიო. ახლა მარიამ ბრეგვაძე ვარ. გააგრძელეთ კითხვა

← მთავარი