← მთავარი
სპორტი

ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!

30 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ისტორია დაიწერა - მარიამ ბოლქვაძემ უიმბლდონის ძირითად ბადეში პირველი მატჩი მოიგო!

28 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ (545) ყველაზე პრესტიჟულ საჩოგბურთო ტურნირზე, უიმბლდონზე, ძირითად ბადეში კარიერაში პირველი შეხვედრა გამართა და ავსტრალიის სახელით მოასპარეზე აილა ტომლიანოვიჩი (94) 6:2, 2:6, 6:4 დაამარცხა.

 

მარიამმა უიმბლდონის ტურნირის ძირითად ბადეში მოხვედრამდე ზედიზედ სამი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა ჯულია გრაბერი, კინოშიტა და ვანდრომი დაამარცხა.

 

ბოლქვაძე მეორე წრეში დონა ვეკიჩსა და ეშლინ კრუგერს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

თეგები:

მარიამ ბოლქვაძე

გაზიარება:

(6) /

(0)

← მთავარი