"ძალიან ბედნიერი ვარ..." - მარი ნაკანი წერს, რომ მეუღლეს შეურიგდა და წყვილი ისევ ერთად არის
ა.წ. მარტში, ცნობილმა ქართველმა ფოტოგრაფმა მარი ნაკანმა, გვანცა დარასელიას პოდკასტში, საზოგადოება გულწრფელი და ემოციური აღსარებით გააოცა. მარიმ პირველად გაამხილა, რომ მეუღლეს, არქიტექტორ გიორგი მამასახლისს დაშორდა. მაშინ მარი, ცრემლმორეული, საჯაროდ სთხოვდა გიორგის შერიგებას: “შემირიგდი, გიორგი! მიყვარხარ და მენატრები!“. მარი ნაკანის საჯარო ვედრება, რომელიც ემოციებითა და ნოსტალგიით იყო სავსე, როგორც ჩანს, გიორგი მამასახლისამდე მივიდა. დღეს კი, ფოტოგრაფმა თავის “ინსტაგრამ სთორიში” სასიხარულო ამბავი გააზიარა.
მარიმ გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც გიორგისთან ერთად არის, წვიმიან ამინდში, ქოლგის ქვეშ. ფოტოზე მარი ბედნიერად იღიმება, გიორგი კი მის გვერდით დგას. სთორზე მარიმ დაწერა: “ძალიან ბედნიერი ვარ, ჩვენ შევრიგდით, მინდოდა ეს სიხარული თქვენთვისაც გამეზიარებინა“. შეგახსენებთ, რომ ნაკანი ამის შემდეგ კიდევ არაერთ პოდკასტს ესტუმრა, ის მუდმივად საუბრობდა დაშორებაზე და იმ ბედნიერ წლებზე, რომელიც ყოფილ ქმართან გაატარა.
“ერთი კვირის წინ გიორგიმ მომწერა: “საბერძნეთიდან ჩამოგიტანე რაღაც და საქმიანად შევხვდეთო“. ჰოდა გუშინწინ შემხვდა. არასდროს რომ არ ჰქონია, იმხელა წვერი აქვს, თვალები - ცრემლიანი და ნაღვლიანი. გიორგი ფანტასტიკური პიროვნებაა. ეს ბოლო პერიოდში აქვს შუა ხნის კრიზისი და მგონია, რომ გაუვლის. ვიმედოვნებ, რომ შემირიგდება. შემირიგდი, გიორგი! მიყვარხარ და მენატრები! თორემ გიორგიზე ფანტასტიკური ადამიანი სხვა მეორე მე არ ვიცი, თორემ 21 წელი მასთან ერთად როგორ ვიცხოვრებდი?“ - ჰყვებოდა მაშინ მარი. წაიკითხეთ ასევე:
“გიორგი უცბად გახდა ცინიკური… ბოლო დროს წარმატებებს მიაღწია თავის საქმეში და დაავიწყდა, ვისთან ერთად იყო ეს წლები” - მარი ნაკანი არქიტექტორ მეუღლეზე, დაშორებასა და მძიმე დღეებზე