← მთავარი
მსოფლიო

„ვლადიმერ ვლადიმერის ძე ძალიან გულმოწყალე ადამიანია, ძალიან... მიახლოებულია იმ მაღალ სტანდარტებთან, რაც იესო ქრისტემ გვიანდერძა... არის ახალი სტალინი“ - მარგარიტა სიმონიანი

20 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
„ვლადიმერ ვლადიმერის ძე ძალიან გულმოწყალე ადამიანია, ძალიან... მიახლოებულია იმ მაღალ სტანდარტებთან, რაც იესო ქრისტემ გვიანდერძა... არის ახალი სტალინი“ - მარგარიტა სიმონიანი

„ვლადიმერ ვლადიმერის ძე ძალიან გულმოწყალე ადამიანია, ძალიან… მიახლოებულია იმ მაღალ სტანდარტებთან, რაც იესო ქრისტემ გვიანდერძა… არის ახალი სტალინი“ - მარგარიტა სიმონიანი

მსოფლიო • 19 ივნისი 15:19

“აი, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი არის ადამიანი, რომელშიც წარმოუდგენლად არის განვითარებული ეს თვისება, რომელიც, ჩემი აზრით, მთავარია ადამიანისთვის, და მას ეს აქვს ისეთ დონეზე, რომელიც მგონია, რომ მიახლოებულია იმ მაღალ სტანდარტებთან, რაც იესო ქრისტემ გვიანდერძა. ამ თვისებას გულმოწყალება ჰქვია. ვლადიმერ ვლადიმერის ძე ძალიან გულმოწყალე ადამიანია, ძალიან. გარედან შეიძლება ასე არ ჩანდეს, რადგან მისი საუბრის მანერა, მისი თავდაჯერებულობა და საერთაშორისო ასპარეზზე მისი ქცევის კადნიერებაც კი, შეიძლება გაფიქრებინებდეთ, რომ ეს ასე არ არის, რომ ის შეიძლება სასტიკი ადამიანიც კი იყოს. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ ჩვენს ისტორიას, გარედან შეიძლება ჩანდეს, რომ ის ახალი სტალინია. ეს ასე არ არის. ის არის ახალი სტალინი სიტყვის კარგი გაგებით, მაგრამ არა ახალი სტალინი ცუდი გაგებით, რადგან, როგორც ჩვენი ისტორიიდან ვიცით, ჩვენს გენერალურ მდივანს ჰქონდა როგორც კარგი, ისე არც ისე კარგი თვისებები. ასე რომ, ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინი ძალიან გულმოწყალე ადამიანია. ძალიან, საოცრად გულმოწყალე. და მე უბრალოდ ძალიან მიყვარს და ვაფასებ ამას ჩვენს პრეზიდენტში. და სწორედ ეს მაძლევს ბიძგს…“ ამბობს რუსი პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი.
← მთავარი