← მთავარი
სპორტი

ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია

30 ივნისი, 2026 · წყარო: sportall.ge
ოფიციალურად: მარესკა

როგორც მოსალოდნელი იყო, პრემიერ ლიგის ბინადარმა “სიტიმ” ოფიციალურად გვაუწყა, რომ გუნდის ახალი დამრიგებელი 46 წლის იტალიელი სპეციალისტი ენცო მარესკა გახდა, რომელთანაც კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. 

 

მან ამ პოსტზე ხოსეპ გვარდიოლა შეცვალა. აღსანიშნავია, რომ მარესკა “ქალაქელთა” რიგებში 2022/23-წლების სეზონში უკვე მუშაობდა, სადაც პეპ გვარდიოლას ასისტენტი გახლდათ. მას წარსულში “ჩელსი” გარდა “პარმა” და “ლესტერიც” დაუმოძღვრავს. 

 

ბოლოს “არისტოკრატების” მწვრთნელის რანგში მარესკამ კონფერენს ლიგა და საკლუბო მუნდიალი მოიგო. 

თეგები:

ხოსეპ გვარდიოლა

მანჩესტერ სიტი

ენცო მარესკა

გაზიარება:

(0) /

(0)

← მთავარი