ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა "სიტის" მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდება
ამ კვირაში წარადგენენ - მარესკა “სიტის” მწვრთნელი ოფიციალურად რამდენიმე დღეში გახდებაErnests Gulbis05:55/23-06-2026+-The Times-ის ინფორმაციით, ამ კვირაში “სიტი” გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად 46 წლის იტალიელ სპეციალისტ ენცო მარესკას ოფიციალურად წარადგენს.
მანჩესტერელები “ჩელსისთან” კონტრაქტის ვადაზე ადრე გაწყვეტის გამო, ლონდონელებს 20 მილიონ ევროს კომპენსაციის სახით გადაუხდიან და თავად გუნდის ახალ დამრიგებელს 3-წლიან კონტრაქტს გაუფორმებენ.
მარესკა “ქალაქელთა” რიგებში 2022/23-წლების სეზონში უკვე მუშაობდა, სადაც პეპ გვარდიოლას ასისტენტი გახლდათ. მას წარსულში “ჩელსის” გარდა “პარმასა” და “ლესტერშიც” უმუშავია. თეგები:მანჩესტერ სიტიჩელსიენცო მარესკა(1) / (0)კომენტარები0კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა დაამატე კომენტარი თქვენი კომენტარი მიღებულიაასევე დაგაინტერესებთ