მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში გერმანიის ნაკრები პარაგვაის დაუპირისპირდა და პენალტების სერიაში დამარცხდა.
შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა, რითაც გერმანელთა ლეგენდარულმა მეკარე მანუელ ნოიერმა მექსიკელი კიპერის ანტონიო კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა.
ნოიერმა ბურთი მუნდიალის ზედიზედ 10 შეხვედრაში გაუშვა. ბოლოს გერმანელებმა კარი “მშრალად” 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში შეინახეს, სადაც არგენტინას 1:0 სძლიეს.
რაც შეეხება კარბახალს, მან 1950-დან 1962 წლამდე მუნდიალის 10 მატჩში გაუშვა გოლი.
თეგები:
მანუელ ნოიერი
გაზიარება:
(1) /
(0)