მანუჩარ მიქელაძემ საპროცესოზე უარი თქვა და 5 წელი მიუსაჯეს
სასახლის ღობის საქმეზე ბრალდებულს, მანუჩარ მიქელაძე სასამართლომ 5 წელი მიუსაჯა – გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მახარობლიძემ მას შემდეგ გამაოცხადა, რაც მიქალაძემ უარი თქვა საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე. თბილსის საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დასკვნითი სხდომა მიმდინარეობს – დღეს ავთანდილ თოფჩიშვილს, სიმონ მახარაძეს, კახაბერ კვაჭანტირაძეს, გია თოლორაიას, მიხეილ თოლორაიას, იური ლომიძეს, გიორგი ტალახაძეს, დავით გიუნაშვილს, საბა კორძაიას, გიორგი კირვალიძეს, კობა ეპიტაშვილს, მანუჩარ მიქელაძეს და ბექა მაჭავარიანს საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმებოდათ, თუმცა ბრალდებულების ნაწილმმა სხდომაზე უარი განაცხდა, ციხე პროკურატურასთან შეთანხმების საფუძველზე დატოვოს. საპროცესოზე უარი ტქვა მანუჩარ მიქელაძემ და გიორგი კირვალიძემ. ამ უკანანსკნელმა სხდომა პროტესტის ნიშნად საერთოდ დატოვა.