← მთავარი
საზოგადოება

მამუკა მდინარაძე: შევეცდებით, მთელ ქვეყანაში დავაყენოთ სახის ამომცნობი კამერები

1 ივლისი, 2026 · წყარო: on.ge
მამუკა მდინარაძე: შევეცდებით, მთელ ქვეყანაში დავაყენოთ სახის ამომცნობი კამერები

საერთაშორისო ორგანიზაცია AlgorithmWatch-ის ინფორმაციით, შსს-მ სახის ამომცნობი ის სისტემები შეიძინა, რომლის მწარმოებელი კომპანია რუსულ FSB-სთან თანამშრომლობს და აშშ-ს მიერაა სანქცირებული

AlgorithmWatch: შსს-მ სახის ამომცნობი ის სისტემები შეიძინა, რომლის მწარმოებელი კომპანია რუსულ FSB-სთან თანამშრომლობს და აშშ-ს მიერაა სანქცირებული

“ტვ პირველის” ჟურნალისტის კითხვაზე — რატომ ყიდულობს სახის ამომცნობ სათვალთვალო კამერებს შსს იმ კომპანიისგან, რომელიც შეიძლება მოსკოვში FSB-სთან თანამშრომლობდეს, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, ამ საკითხზე ინფორმაცია არ აქვს და “დეტალურად გაარკვევს”.

“ეს თქვენგან მესმის პირველად. რამდენად ახლოს არის რეალობასთან, ამას ძალიან ახლო მომავალი გვაჩვენებს, დეტალურად გავარკვევ და მერე ყველაფერს გეტყვით. სათქმელი იქნება — გეტყვით, თუ საიდუმლო იქნება — არ გეტყვით”, — თქვა მდინარაძემ.

მისივე თქმით, სახის ამომცნობი კამერების გამოყენებაში პრობლემა არ არის და “მხოლოდ თბილისის ცენტრალურ უბნებში კი არა, მთელ ქვეყანაში შეეცდებით მათ დაყენებას

“სახის ამომცნობი კამერების გამოყენებაა პრობლემა? სათვალთვალო კამერები, რომელიც არის სახის ამომცნობი კამერა, დანაშაულის პრევენციის მიზნით, რუსთაველზე და ცენტრალურ უბნებში კი არა, ვეცდებით, რომ დავაყენოთ მთელ ქვეყანაში. …არა მხოლოდ, არა მხოლოდ თბილისის ცენტრალურ უბნებში, მთელ ქვეყანაში შევეცდებით, რომ დავაყენოთ სახის ამომცნობი კამერები. მთელი მსოფლიო ასე მოქმედებს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ანტიტერორისტული მიზნებიდან გამომდინარე, მათ შორის დანაშაულის პრევენციის მიზნით, პრიორიტეტის მიზნებიდან გამომდინარე, საჯარო სივრცეში შევეცდებით, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით დავაყენოთ.

[…] მოსკოვში რას ყიდულობს, ეს დიდი სისულელე მგონია ჯერ ერთი. არანაირი მოსკოვის შესყიდვა. ჩემი თანხმობის გარეშე არცერთი შესყიდვა არ გასულა. არა თუ მოსკოვის და არა თუ რუსეთის რომელიმე ქალაქი, რუსეთთან დაკავშირებული რომელიმე ადგილიდან არანაირი შესყიდვა ჩვენთან არ შემოსულა, რომელსაც მე ხელი მოვაწერე. და სულხან თამაზაშვილი ჩუმად არ იყიდის ეხლა მოსკოვიდან რაღაცა კამერებს, გამორიცხული ამბავია და ამიტომ, კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ნუ გელანდებათ და გეჩვენებათ ყველგან რუსეთი. სიბერეში კეთილ სურვილებს გისურვებთ”, — უთხრა მამუკა მდინარაძემ “ტვ პირველის” ჟურნალისტს.

მდინარაძე აცხადებს, რომ პარლამენტში მომხდარ ჩხუბზე გამოძიების დაწყების პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს, რადგან პარლამენტარებს იმუნიტეტი აქვთ

მამუკა მდინარაძე: ახალი სამმართველოს შექმნის შემდეგ გინების, შეურაცხყოფის და ბულინგის ფაქტები მნიშვნელოვნადაა შემცირებული”

← მთავარი