მამუკა მამულაშვილი უკრაინაში 10 საუკეთესო სამხედროს შორის — „წარმოვადგენთ ქართველი საზოგადოების ინტერესებს”
„ქართული ლეგიონის” დამფუძნებელი მამუკა მამულაშვილი სხვადასხვა ქვეყნის სამხედრო ექსპერტებისა და ჟურნალისტების გამოკითხვაში ათეულის მესამე ადგილზე დასახელდა — უკრაინაში მებრძოლ საუკეთესო უცხოელ სამხედრო პირთა შორის. შედეგები YouTube-არხ „Молитва світла”-ზე გამოქვეყნდა.
„ეს დაფასება მხოლოდ მე კი არა, ყველა იმ მებრძოლს ეხება, რომლის თავდადებაზეც დგას ლეგიონი. მე ყველაზე მეტად ის მეამაყება, რომ ქართველები ყველა უცხოელისგან გამოირჩევიან საბრძოლო სულისკვეთებით”, — განაცხადა მამულაშვილმა.
ამავდროულად, უკრაინის ქალაქ უმანში, სამხატვრო მუზეუმის დარბაზში გაიხსნა მამუკა მამულაშვილისადმი მიძღვნილი გამოფენა „მომავლის ფორპოსტი ფერების სიმფონიაში”. გამოფენის ნაწილი ადრე დნიპროს მუზეუმში იყო წარმოდგენილი, სანამ რუსებმა სივრცე დაბომბეს. „ეს ფაქტი გამოფენის კონცეფციის ნაწილად იქცა და სპეციალური ინსტალაციის სახით აისახა, როგორც ომის, კულტურისა და გადარჩენის ერთიანი სიმბოლო”, — განმარტა მამულაშვილმა.
მოსაუბრე ეხება ასევე 9–11 მაისის „ცეცხლის შეწყვეტას” — რუსეთის გამოცხადებულ დროებით შეჩერებას: „ფრონტზე ცეცხლის შეწყვეტის სიმბოლური მცდელობაც კი არ ყოფილა. ჯერ კიდევ 9 მაისს საოკუპაციო ძალებმა დონეცკში, ხარკოვსა და ხერსონში კრიტიკული ინფრასტრუქტურა დაბომბეს. რუსეთი ასეთ პერიოდებს ძალების გადასაჯგუფებლად იყენებს.”
მამულაშვილის თქმით, „ქართული ლეგიონი” ქართველი საზოგადოების ინტერესებს წარმოადგენს.