← მთავარი
მსოფლიო

"ბევრი ინფორმაცია ქართული ლეგიონის შესახებ არ ხმაურდება. ერთ-ერთი იყო კურსკის ოპერაცია, სადაც სამწუხაროდ, ბიჭებმა კიდურები დაკარგეს, რთული ბრძოლები გამოიარეს. ესენი არიან ისინი, რომლებმაც ფეხი დადგეს მტრის, ოკუპანტის ტერიტორიაზე" - მამუკა მამულაშვილი

23 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge
“ბევრი ინფორმაცია ქართული ლეგიონის შესახებ არ ხმაურდება. ერთ-ერთი იყო კურსკის ოპერაცია, სადაც სამწუხაროდ, ბიჭებმა კიდურები დაკარგეს, რთული ბრძოლები გამოიარეს. ესენი არიან ისინი, რომლებმაც ფეხი დადგეს მტრის, ოკუპანტის ტერიტორიაზე.რაც შეეხება ლეგიონის სპეციფიკას, ლეგიონში სპეციფიკა შეცვლილია უპილოტო საფრენი აპარატებით. ყველა სპეციალობა გაიარეს ბიჭებმა, რადგან მანძილი გაიზარდა ჩვენსა და მტერს შორის, ამიტომ მოგვიწია ამ სპეციფიკის ათვისება. ბიჭებიც აწარმოებენ, ბევრი დრონის მოდიფიკაციაც შეიცვალა, ინოვაციები შეგვაქვს. ევოლუცია ფრონტზე მიმდინარეობს. ჩვენი ძირითადი ნაწილი ამ მიმართულებაზე არის გადასული. ევოლუცია ყოველდღიურია და სულ უფრო მძლავრი ხდება და სულ უფრო შორს მიფრინავენ, მეტი ოდენობის ასაფეთქებელი ნივთიერებების აწევა შეუძლიათ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ უფრო მძლავრი დარტყმები იქნება რუსეთი მიმართულებით.ასევე, მასიურ წარმოებაში იქნება უკრაინული ბალისტიკური რაკეტებიც. რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემები უპილოტო დრონებსაც ვერ უმკლავდება და როდესაც ბალისტიკური იარაღის მანქანა ამუშავდება, დარწმუნებული ვარ, რომ „წითელი მოედანი“ ამას შეიგრძნობს“,- განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.მისი თქმით, ყირიმის ხიდზე 70%-ით ლოჯისტიკური გადაადგილება შეჩერებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთიდან ყირიმის მომარაგება შეჩერებულია.„ამ დროისთვის ყირიმის ხიდზე 70%-ზე მეტი ლოჯისტიკის გავლა შეჩერებულია, რაც ნიშნავს იმას, რომ ძირითადი მომარაგება რუსეთს შეჩერებული აქვს. ყირიმიდან ხდებოდა უკრაინის სხვა ტერიტორიების დაბომბვაც.ყირიმი დაბლოკილია, კომენდანტის საათია გამოცხადებული, ლოჯისტიკური გადაადგილებაც ვერ ხდება, ასევე შეზღუდულია ოკუპანტების შესვლა ყირიმში. არსებობს ალბათობა, რომ დატოვონ ტერიტორია, რადგან ვეღარ გაუმკლავდნენ ამხელა ოდენობის დრონებს“, - განაცხადა მამუკა მამულაშვილმა.ქართველი მებრძოლის თქმით, რუსმა პოლიტიკოსებმა უნდა შეიგრძნონ ის, რასაც უკრაინელი ხალხი გრძნობს, ამიტომ მომავალში „წითელ მოედანზე“ და რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე თავდასხმას მიესალმება.„რუსეთმა ვერ შეძლო ვერცერთი ოლქის სრულად დაპყრობა, რომელსაც 2014 წლიდან ებრძვის. უკრაინა გარკვეულ წარმატებას აღწევს. რუსეთი ვეღარ ახერხებს ადამიანების მობილიზებას და სულ ნაკლები და ნაკლები ადამიანია ფრონტის ხაზზე.ფრონტზე დიდი გადაადგილება არ მიმდინარეობს. ტექნოლოგიებიდან გამომდინარე იმდენად გამჭვირვალე გახდა ფრონტის ხაზი, რომ რთულია გამოძრავება. ასე რომ, ეს პოზიცია იქნება შენარჩუნებული, რადგან დიდი რაოდენობის დრონებია ჰაერში. ვერ შეძლებს რუსეთი წინ წამოსვლას. დარტყმები კი გაიზრდება. რუსეთის ზურგშიც იქნება დარტყმები, მოსკოვშიც და „წითელ მოედანზეც“.თუ იქნება ლეგიტიმური სამიზნე რატომაც არა, უკრაინამ უნდა გააკეთოს ასეთი დარტყმები, მნიშვნელოვანია, რომ რუსმა პოლიტიკოსებმა შეიგრძნონ ის, რასაც უკრაინელი ხალხი გრძნობს და ეს მათთვის ყველაზე საშიშია. მე მივესალმები, ასეთ ნაბიჯს. ჩემი აზრით, თავდაცვის სამინისტროც ლეგიტიმური სამიზნეა, ამ ბუდიდან იმართება ბოროტება.რუსეთი არ ურტყამს სტრატეგიულ ობიექტებს, ურტყამს მჭიდროდ დასახლებულ კორპუსებს და ისეთ მიდამოებს, სადაც უფრო მეტი ადამიანის სიცოცხლე შესაძლოა შეეწიროს. რუსეთი დარწმუნებულია, რომ თუ შეაშინებს უკრაინელებს, ეს ომი დამთავრდება“ ამბობს უკრაინაში მებრძოლი “ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელი, მამუკა მამულაშვილი პალიტრანიუსთან ინტერვიუში.
← მთავარი