← მთავარი
სპორტი

მამარდაშვილს ახალი მწვრთნელი ეყოლება — „ლივერპული” სლოტს ათავისუფლებს

21 მაისი, 2026 · წყარო: sportall.ge
მამარდაშვილს ახალი მწვრთნელი ეყოლება — „ლივერპული” სლოტს ათავისუფლებს

„ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი კლუბს ტოვებს — ოფიციალური განცხადება კვირას, „ბრენტფორდთან” სეზონის ბოლო მატჩის შემდეგ გამოქვეყნდება. ამის შესახებ ჟურნალისტი კრის როისი იტყობინება.

TeamTalk-ის ინფორმაციით, სლოტს წამყვან ფეხბურთელებთან ურთიერთობა გაუფუჭდა. ჟურნალისტ გრემ ბეილის ცნობით, ნიდერლანდელ მწვრთნელთან განშორება კლუბის ხელმძღვანელობის მიერ სერიოზულად განიხილება — Fenway Sports Group-ის მხარდაჭერის მიუხედავად.

ამ ცვლილების გამო გიორგი მამარდაშვილი მომავალ სეზონს „ლივერპულში” ახალი სპეციალისტის ხელმძღვანელობით დაიწყებს.

← მთავარი