← მთავარი
სპორტი

მამარდაშვილი ლივერპულის პირველი მეკარე გახდება — ბრიტანელი ჟურნალისტი

13 მაისი, 2026 · წყარო: sportall.ge
მამარდაშვილი ლივერპულის პირველი მეკარე გახდება — ბრიტანელი ჟურნალისტი

ცნობილი ბრიტანელი სპორტული ჟურნალისტი ბენ იაკობსი ამბობს: „ლივერპული” ამჟამინდელ ძირითად კიპერ გიორგი მამარდაშვილს სრულ ნდობას ანიჭებს. თუ ბრაზილიელი ალისონი ზაფხულის სატრანსფერო სეზონზე „იუვენტუსში” გადაბარგდება, ინგლისური გრანდი მის შემცვლელს არ ეძებს — ქართველი მეკარე მომავალ სეზონიდან პირველ ნომრად გამოვა.

ალისონი დიდი ხანია ტურინელ კლუბს უკავშირდება. „იუვენტუსისთვის” ბრაზილიელი კიპერის შეძენა ზაფხულის სატრანსფერო ბაზრის ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, ხოლო ალისონი თავადაც ღიაა ამ გადასვლის მიმართ.

ადრე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ალისონის წასვლის შემთხვევაში „ლივერპული” მამარდაშვილს კონკურენტს მოუყვანდა. იაკობსმა ეს ვარიანტი გამორიცხა: „სრული ნდობა მამარდაშვილს — იაფფასიანი მეკარის გამო არასტაბილურობის შექმნა საჭირო არ არის.”

← მთავარი