სპორტი
„ლივერპულმა” შეიძლება 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე შეიძინოს — მამარდაშვილს კონკურენტი გაუჩნდება
The Sun-ის ცნობით, „ლივერპული” და „ჩელსი” „სანდერლენდის” 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის, რობინ რუფსის მიმართ ინტერესს იჩენს.

„მერსისაიდელები” ახალ მეკარეს მხოლოდ მაშინ შეიძენენ, თუ ალისონი ტურინის „იუვენტუსს” მიაშურება, რისი შანსიც სულ უფრო იზრდება. „ჩელსის” ახალი მწვრთნელი ხაბი ალონსო კი რუფსს რობერტ სანჩესის შემცვლელად და პირველ ნომერად განიხილავს.
ნიდერლანდელი 2025 წლის ზაფხულს „ნაიმეგენიდან” 10,5 მილიონ ევროდ გადავიდა „სანდერლენდში”; ახლა მისი სატრანსფერო ღირებულება 60 მილიონ ევრომდე გაიზარდა. „ლივერპულის” ქართველი მეკარე გიორგი მამარდაშვილი კლუბს ამ ზაფხულს შეუერთდა — ახალი სეზონი მისთვის პირველი სრული სეზონი „ენფილდზე” იქნება.