„მამარდაშვილს სხვა გუნდში მომავალი აქვს” — „ლივერპულში” ქართველის პერსპექტივას განიხილავენ
„გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, „ლივერპულის” ძირითადი მეკარე ალისონი „იუვენტუსში” გადავა — ტურინული გუნდის ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის მიუხედავად. „This Is Anfield” წერს, რომ „ლივერპულს” ბრაზილიელისთვის 15 მილიონი ევრო სურს, თუმცა შედარებით მცირე თანხაზეც შეიძლება შეთანხმდეს.
ამ ფონზე, ინგლისურ საგულშემატკივარ გარემოში დაიწყო დებატი: შეუძლია გიორგი მამარდაშვილს ალისონის ადგილი ხანგრძლივვადიანი პირველი მეკარის სტატუსით შეავსოს?
„ლივერპულის” ყოფილმა მეკარემ, ამერიკელმა ბრედ ფრიდელმა, სკეპტიკური პასუხი გასცა: „მამარდაშვილს რამდენიმე ისეთი თამაში ჰქონდა, სადაც კარგად და სოლიდურად გამოიყურებოდა. მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ მას ახლავე შეუძლია გრძელვადიანი პირველი ნომერი გახდეს. კარგი მეკარეა — კარიერაში რომელიმე გუნდში მომავალი ნამდვილად აქვს. თუმცა „ლივერპულში” მთელი კარიერის განმავლობაში მეორე ნომრად ყოფნა მისთვის ზედმეტია.”
ფრიდელმა შედარება კაომინ კელეჰერთანაც გაავლო: „ის დუბლიორობისთვის ზედმეტად კარგი იყო — ნახეთ, რა სეზონი ჩაატარა „ბრენტფორდში”.”
„ლივერპული” ალისონის შესაძლო წასვლამდე გულშემატკივართა გამოკითხვასაც ატარებს — ისინი კითხულობენ, შეუძლია თუ არა მამარდაშვილს კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი სუდიდესი მეკარის მრავალი წლის მემკვიდრეობა ეტვირთოს.