Vital Football: ლივერპული მამარდაშვილს სრულ ნდობას გამოუცხადებს
ინგლისური Vital Football წერს, რომ ლივერპულში ალისონის ეპოქა სრულდება და კლუბი მეკარის პოზიციაზე ახალ ვარიანტებს განიხილავს.
ბაზრის კანდიდატებს შორის სახელდება ლუკა შევალიე (პსჟ), ჯორჯე პეტროვიჩი (ბორნმუთი), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა) და ბარტ ვერბრიუგენი (ბრაიტონი). თუმცა გამოცემის შეფასებით, მომავალ სეზონში ძირითადი მეკარე გიორგი მამარდაშვილი უნდა იყოს.
„შევალიეს კანდიდატურა სიფრთხილეს მოითხოვს — ის ნიჭიერია, მაგრამ პსჟ-ში პრობლემები აქვს. ამასთან, ლივერპულმა უკვე დიდი თანხა გადაიხადა მამარდაშვილის ტრანსფერში, რათა წლების განმავლობაში ნომერ პირველი მეკარე ჰყავდეს. მხოლოდ იმ მიზეზით, რომ ბაზარზე უფრო იაფი ვარიანტი გამოჩნდა, ზედმეტი კონკურენცია და არასტაბილურობა შეიქმნა — ეს შეცდომა იქნება. გაცილებით გონივრული გადაწყვეტილება მამარდაშვილისთვის სრული ნდობის გამოხატება და მისი განვითარების შესაძლებლობის მიცემაა,” — წერს Vital Football.