ინგლისური გამოცემა: „სრული ნდობა მამარდაშვილს — ლივერპულს იაფი მეკარე არ სჭირდება””
ინგლისური სპორტული გამოცემა Vital Football წერს, რომ „ლივერპულს” ალისონ ბეკერის ეპოქა სრულდება, მაგრამ ახალი მეკარის მოყვანა ზედმეტი ნაბიჯი იქნება — კლუბს ამ ზაფხულს ტრანსფერებმა უკვე გიორგი მამარდაშვილი შემოიყვანა.
„კლუბმა უკვე გახარჯა დიდი თანხა მამარდაშვილის ტრანსფერში, რათა მრავალი წლის მანძილზე კარის ნომერ პირველი მეკარე ჰყავდეს. მხოლოდ იმის გამო, რომ ბაზარზე იაფი მეკარე გამოჩნდა, არასაჭირო კონკურენციისა და არასტაბილურობის შექმნა გაუაზრებელი ქმედებაა. გაცილებით გონივრული გამარდაშვილისთვის სრული ნდობის გამოცხადება და განვითარების შანსის მიცემაა”, — ამბობს გამოცემა.
სახელდება სხვა კანდიდატებიც — ლუკა შევალიე (პსჟ), ჯორჯე პეტროვიჩი (ბორნმუთი), ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა), ბარტ ვერბრიუგენი (ბრაიტონი) — Vital Football მაინც მამარდაშვილს ანიჭებს უპირატესობას.