სპორტი
მამარდაშვილი „იუვენტუსში” გამოირიცხა — ტურინელები ემილიანო მარტინესზე შეჩერდნენ
ტურინის „იუვენტუსმა” „ასტონ ვილას” არგენტინელ მეკარე ემილიანო მარტინესთან 3-წლიანი კონტრაქტი შეათანხმა. ამის შედეგად „ბებერი ქალბატონის” ინტერესი ქართველი მეკარის გიორგი მამარდაშვილის მიმართ ჩავარდა.
„ბიანკონერი” „ლივერპულიდან” მამარდაშვილის იჯარის წესით გადაყვანას გეგმავდა, თუმცა, ჟურნალისტ ჯანლუკა დი მარციოს ინფორმაციით, კლუბმა არჩევანი მარტინესზე შეაჩერა.
„იუვენტუსი” „ასტონ ვილასთვის” გამოსასყიდ თანხას გადახდას გვერდს ავლის და ბირმინგემელ კლუბთან ნასყიდობის ნაცვლად სხვა ფორმატის მოლაპარაკებას ეძებს. მარტინესი „ასტონ ვილის” კარს 2020 წლიდან იცავს.