მამარდაშვილი „ინტერში” შეიძლება გადავიდეს — „ლივერპულში” დაბრუნება არ სურს
„ინტერმა” „ლივერპულის” მეკარის, გიორგი მამარდაშვილის იჯარის შეთავაზება მიიღო — ამის შესახებ EnjoyInter წერს.
„ნერაძური” ამ ვარიანტს სერიოზულად განიხილავს: კლუბის სპორტული დირექტორი, პიერო აუზილიო, ქართველი მეკარის თამაშს დიდი ხანია მოსწონს. Fcinternews-ის ცნობით, 25 წლის მამარდაშვილი „ინტერს” ჯერ კიდევ „ვალენსიაში” ასპარეზობის პერიოდიდან ჰქონდა გამეტებული.
ახლა კი სენსაციური ტრანსფერი შეიძლება განხორციელდეს. მეკარე „ლივერპულის” მისადმი დამოკიდებულებით უკმაყოფილოა — სტაბილური სათამაშო დრო სჭირდება. ამ ნაბიჯზე მამარდაშვილი ალისონის „ლივერპულში” კიდევ ერთი წლით შესაძლო დარჩენამ დააფიქრა.
„ლივერპულს” არ უნდა სამუდამოდ დაკარგოს მეკარე, რომელშიც 2 წლის წინ 30 მილიონი ევრო გადაიხადა, ამიტომ იჯარის ვარიანტს განიხილავს. ქართველი მეკარის სურვილია სტაბილური სათამაშო დრო — „არ უნდა ისე მოექცნენ, როგორც საფოსტო გზავნილს.” წარმატების შემთხვევაში, მასპინძელ კლუბში „ლივერპულში” დაბრუნება მამარდაშვილს არ ასურვებია.