← მთავარი
სპორტი

მამარდაშვილი გამოირიცხა - "ბეშიქთაშს" ახალი მეკარე ჰყავს

7 ივლისი, 2026 · წყარო: sportall.ge
მამარდაშვილი გამოირიცხა -

ავტორიტეტული გერმანელი ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, 29 წლის გერმანელი კიპერი ალექსანდერ ნიუბელი კარიერას “ბეშიქთაშში” განაგრძობს.

ფეხბურთელი 2020 წლიდან “ბაიერნის” საკუთრებას გახლდათ, მაგრამ მიუნხენელთა ძირითად გუნდში პრაქტიკულად არ უთამაშია. ის ჯერ “მონაკოში” იყო განათხოვრებული, ბოლო სამი სეზონი კი “შტუტგარტის” ღირსებას იცავდა.

სტამბოლელები ფეხბურთელის სანაცვლოდ “რეკორდმაისტერს” 6,5 მილიონს გადაუხდიან, რასაც 5 მილიონი ბონუსების სახით დაემატება. კიპერთან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაფორმდება და სეზონურად 5 მილიონ ევროს გადაუხდიან.

შეხსენებისთვის, ამ ზაფხულს “ბეშიქთაშს” გიორგი მამარდაშვილის სახელიც დაუკავშირეს, რაც როგორც ჩანს, საბოლოოდ გამოირიცხა.

← მთავარი