სპორტი
Liverpool Echo: გიორგი მამარდაშვილი „ასტონ ვილასთან” ძირითად შემადგენლობაშია
„ლივერპულის” კარი „ასტონ ვილასთან” 15 მაისის პრემიერლიგის ბოლოსწინა ტურის მატჩში გიორგი მამარდაშვილმა უნდა დაიცვას — ამის შესახებ Liverpool Echo წერს.
„ლივერპულის” მწვრთნელმა არნე სლოტმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მეკარე ალისონი ტრავმიდან გამოჯანმრთელდა და ვარჯიში განაახლა, თუმცა გაურკვეველია, შეძლებს თუ არა მატჩში მონაწილეობას.
Liverpool Echo-ს სავარაუდო შემადგენლობა: მამარდაშვილი — ჯონსი, კონატე, ვან დეიკი, კერკეზი — გრავენბერხი, მაქ ალისტერი, სობოსლაი — ვირცი, გაკპო, ისაკი.
მატჩი „ვილა პარკზე” თბილისის დროით 23:00-ზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში, „ლივერპული” ჩემპიონთა ლიგის საგზურს გაიფორმებს.