← მთავარი
სპორტი

კარგი სიახლე მამარდაშვილისთვის — ალისონი „იუვენტუსში” გადასვლას გეგმავს

26 მაისი, 2026 · წყარო: sportall.ge
კარგი სიახლე მამარდაშვილისთვის — ალისონი „იუვენტუსში” გადასვლას გეგმავს

„ლივერპულის” ბრაზილიელი მეკარე ალისონ ბეკერის მომავალი კვლავ გაურკვეველია: ბრიტანული გამოცემები მის „წითლებთან” დარჩენას ვარაუდობენ, ხოლო იტალიური მედია „იუვენტუსში” გადასვლაში თითქმის დარწმუნებულია.

Football Italia, La Repubblica-ს ციტირებით, წერს, რომ ტურინის კლუბი ალისონთან ერთად მოჰამედ სალაჰისა და ენდრიუ რობერტსონის გადასყიდვასაც განიხილავს. „იუვეს” ახალი მწვრთნელი ლუჩანო სპალეტი ორივეს ყოფილი ტრენერია „AS Roma”-ს პერიოდიდან.

„ალისონის „იუვენტუსში” ტრანსფერი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. სალაჰს კი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ მოუნდომებენ — ბრაზილიელს შეუძლია ეგვიპტელი საკუთარ ახალ გუნდში გადასვლაში დაარწმუნოს”, — ვკითხულობთ La Repubblica-ში.

ალისონი „ლივერპულს” თუ დატოვა, ქართველ მეკარე გიორგი მამარდაშვილს გუნდის ძირითადი ადგილი ავტომატურად ერგება — ეს „ანფილდის” ყველა ქართველი გულშემატკივრისთვის კარგი ამბავია.

← მთავარი