← მთავარი
საზოგადოება

ვინ არის მამა ირინეოსი — ახალგაზრდა სასულიერო პირი, რომელიც სოციალური ქსელების ვარსკვლავი გახდა

11 მაისი, 2026 · წყარო: ambebi.ge
ვინ არის მამა ირინეოსი — ახალგაზრდა სასულიერო პირი, რომელიც სოციალური ქსელების ვარსკვლავი გახდა

სასულიერო პირი მამა ირინეოს შენგელია სოციალური ქსელების ვარსკვლავი გახდა — ყველაფერი სამების ტაძარში გადაღებული ფოტოს გავრცელებიდან დაიწყო, სადაც ის პატრიარქის გამოსარჩევ კრებაზე, დელეგატებს შორის, ესწრებოდა.

მამა ირინეოსი 1996 წელს დაიბადა. მისი ბიოგრაფია განსაკუთრებული სიმჭიდროვით გამოირჩევა ასეთი ახალგაზრდა ასაკისთვის:

2014 წელს თბილისის N99 საჯარო სკოლა წარჩინებით დაასრულა. 2015–16 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 2016 წელს ელადის (საბერძნეთი) მართლმადიდებელ ეკლესიაში მონაზვნად აღიკვეცა.

2017–2018 წლებში, საბერძნეთის ეკლესიის დრამის მიტროპოლიტ პავლეს რეკომენდაციით, ათონის წმინდა მთაზე, წმინდა პავლეს მონასტერში, ასკეტური ცხოვრებისა და სულიერი პრაქტიკის შესწავლას მიუძღვნა დრო. 2018–2019 წლებში სალონიკის არისტოტელეს სახელმწიფო უნივერსიტეტში თანამედროვე ბერძნულ ენაში B2 დონის სერთიფიკატი მიიღო.

2019–2022 წლებში თესალონიკის უმაღლეს სასულიერო აკადემიაში სამოძღვრო და სოციალური თეოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობდა. 2022–2023 წლებში შვეიცარიაში, ჟენევის Bossey Ecumenical Institute-ში, ეკუმენური ბიბლიური ჰერმენევტიკის კურსი გაიარა. იმავე პერიოდში ათენის უმაღლეს სასულიერო აკადემიაში სადიპლომო ნაშრომი „XVI საუკუნის რელიგიური რეფორმაცია: პროტესტანტული თეოლოგიის საწყისები” უმაღლესი შეფასებით დაიცვა.

2025 წლის 14 იანვრიდან ამერიკის ბერძნული სამთავარეპისკოპოსოს სრული სტიპენდიით ბოსტონის Holy Cross School of Theology-ში Advanced Master of Theology (ThM) პროგრამაზე სწავლობს.

სოციალური ქსელებში მამა ირინეოსის ახლობლები მის „შესაშურ ბიოგრაფიაზე” საუბრობენ.

← მთავარი