← მთავარი
საზოგადოება

ქედში მახუნცეთის ჩანჩქერში უცხოელი ტურისტი დაიღუპა

29 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
ქედში მახუნცეთის ჩანჩქერში უცხოელი ტურისტი დაიღუპა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში ჩანჩქერში უცხოელი ტურისტი დაიღუპა. Interpressnews-ის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქე კაცი ჩანჩქერში შევიდა, მაგრამ წყლიდან ამოსვლა ვეღარ შეძლო.

ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მობილიზებულნი იყვნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით — სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობის გამო — დაიწყო.

← მთავარი