← მთავარი
საზოგადოება

ქედის მახუნცეთის ჩანჩქერში უცხოელი ტურისტი დაიღუპა

29 მაისი, 2026 · წყარო: on.ge
ქედის მახუნცეთის ჩანჩქერში უცხოელი ტურისტი დაიღუპა

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში მდებარე ჩანჩქერში უცხო ქვეყნის მოქალაქე კაცი დაიღუპა. ინფორმაციის თანახმად, ტურისტი ჩანჩქერში შევიდა, თუმცა წყლიდან ამოსვლა ვერ შეძლო.

ადგილზე სამაშველო სამსახურები დაუყოვნებლივ მობილიზდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რომელიც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას ითვალისწინებს.

← მთავარი