← მთავარი
პოლიტიკა

"ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის" - ლევან მახაშვილი PACE-ს რეზოლუციაზე

26 ივნისი, 2026 · წყარო: newposts.ge

“ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის” - ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” წევრი, ლევან მახაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მიერ დამტკიცებულ რეზოლუციას.

“ოცნების” დეპუტატის შეფასებით, გუშინ დამტკიცებული რეზოლუცია უბრალოდ “ხმაურია”, რომელიც უხეში ბრალდებებითა და ტყუილებითაა გაჯერებული. 

ცხადია, ეს არის ჩვეულებრივი სააკაშვილის მეგობრების ხმაური, მეტი არაფერი, იგივე ქსერო-ასლით კიდევ ერთხელ გადაღებული ბრალდებები. ამიტომ ვამბობთ, რომ არაფერი საინტერესო ამ ახალ, კიდევ ერთ რეზოლუციაში, ახალი ისეთი საკითხი, რაზეც შეიძლება ადამიანი დაფიქრდეს, არ არის, ეს არის უხეში ბრალდებებით და ტყუილებით გაჟღერებული დოკუმენტი, ხმაური, რომელიც დაგვაბედეს, რომ წელიწადში 2-3-ჯერ ქვეყანამ უნდა გაიაროს და გადაიაროს. ამით არაფერი არ იცვლება, ქვეყანა აგრძელებს თავის განვითარებას. ძაღლი ყეფს, ქარავანი მიდის,” - ამბობს ლევან მახაშვილი.

← მთავარი