← მთავარი
საზოგადოება

საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ტენდერი გამოცხადდა

9 ივლისი, 2026 · წყარო: tabula.ge
საქართველოს სომხეთსა და აზერბაიჯანთან დამაკავშირებელი მაგისტრალის ტენდერი გამოცხადდა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა საქართველოსა და სომხეთს, ასევე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დამაკავშირებელი მაგისტრალის ახალი გზით ჩანაცვლების მიზნით ტენდერი გამოაცხადა. ინფორმაცია დეპარტამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.

პროექტის განსახორციელებლად საქართველომ ევროპის საინვესტიციო ბანკისაგან მიიღო სესხი. პროექტი ითვალისწინებს ოთხზოლიანი და გაზრდილი გამტარიანობის ახალი გზის მშენებლობას. პროექტის საერთო ღირებულება 250 მილიონი ევროა, რაც 754 მილიონ ლარს შეადგენს.

ხელშეკრულებები მოიცავს ახალ მაგისტრალებს ქალაქ რუსთავიდან ალგეთის, წითელი ხიდისა და სადახლოს მიმართულებით.

პროექტის ლოტები:

ლოტი I - რუსთავი-ალგეთი - სიგრძე 21 კილომეტრი;

ლოტი II - ალგეთი-წითელი ხიდი - სიგრძე 10.9 კილომეტრი;

ლოტი III - ალგეთი-არაფლო - სიგრძე 13 კილომეტრი;

ლოტი IV - არაფლო-სადახლო (სომხეთის საზღვართან) - სიგრძე 16.3 კილომეტრი.

თითოეულ მონაკვეთზე მოძრაობის სიჩქარე 120 კმ/სთ-ია.

სამშენებლო სამუშაოების განხორციელების სავარაუდო პერიოდია 2027-2029 წლები.

← მთავარი